„მართალი ღვინო“-სოფელ შაშიანში წარმოებული ბიო ღვინო ადგილობრივ ბაზარზე იყიდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში, „მართალი ღვინო“ წლიურად 7 000-მდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი „აგროპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, პროდუქცია ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. მისივე განმარტებით, პროდუქციის მცირე ნაწილი ექსპორტზე გერმანიასა და საბერძნეთში გადის.
ცნობისთვის, „მართალი ღვინო“ ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა. კომპანიას ვენახები გურჯაანის რაიონ, სოფელ შაშიაანში აქვს გაშენებული. კომპანია ამჟამად სამი სახეობის ქვევრის ღვინოს აწარმოებს. მათ შორისაა რქაწითელი, საფერავი და ასევე, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო, რომელიც საფერავისგან