თუშეთის შიდა საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს – ფოტოები
თუშეთის შიდა საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გომეწრის ალაზანში წყლის დონის დაწევის შემდეგ ნაშალისაგან იწმინდება წოვათის ხეობის დამაკავშირებელი გზა – წაროს მეწყეული მონაკვეთი.