სასტუმრო “სამზეო ყვარელში” შემოდგომაზე გაიხსნება
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი სასტუმრო “სამზეო ყვარელში” შემოდგომაზე გახსნის. სასტუმროს შემდეგ, უკვე 2-3 წელში გაიხსნება შატოც.
როგორც პაპაშვილმა განაცხადა, პროექტი გაფართოვდა,დაემატა აუზი და ა.შ. გაიზარდა სასტუმროს ნომრების რაოდენობაც.
ბიზნესმენის ინფორმაციით, “სამზეო ყვარელში” 85 ნომრიანი იქნება, კომპლექსის ნაწილი იქნება რესტორანიც. პროექტის გაფართოებამ მისი საინვესტიციო ღირებულება $2 მილიონით გაზარდა. ჯამში, შატოს და სასტუმრო კომპლექსში $8 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება.