ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

მედია ცენტრი კახეთის ორგანიზებით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრას, რომელსაც კახეთის რეგიონის 56 საჯარო სკოლის 250 ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. პროგრამის ფარგლებში გაწეული საქმიანობა შეაჯამა „მედია ცენტრი კახეთის“ დირექტორმა მაია მამულაშვილმა.

ასევე სიტყვით წარსდგნენ წარმატებული სასკოლო პროექტების გამარჯვებული მონაწილეები, მოსწავლეთა თვითმმართველობების წარმომადენლები, პედაგოები, საჯარო სკოლის დირექტორები და მოსწავლეები.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე სამოქალაქო განათლების პედაგოგებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მულტიდისციპლინულ ექსპერტთა ჯგუფის დახმარებით მომზადებული გზამკვლევი გადაეცათ, რომელიც განკუთვნილია განათლების დაწყებითი და საშუალო საფეხურის მასწავლებლებისა და პედაგოგებისათვის, რომლებსაც ციფრული წიგნიერებისა თუ დეზინფორმაციის საკითხებზე მუშაობის გარკვეული გამოცდილება აქვთ. აღსანიშნავია, რომ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა 2027 წლამდე გაგრძელდება.