30 ივნისს თელავის ცენტრალურ მოედანზე ველომარათონი მოეწყობა
30 ივნისს, 12:00 საათზე, მდგრადი ენერგეტიკის დღესთან დაკავშირებით, თელავის ცენტრალურ მოედანზე ველომარათონი მოეწყობა.
ღონისძიებაში მოყვარული ველომრბოლელები და თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება ,,თელავის“ სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.
ასევე, 14:00 საათზე ზაირა არსენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ,,ენერგოეფექტური სერვისები თელავში“.
შეხვედრის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია თელავში არსებული ენერგო ეფექტური სერვისების შესახებ. შეხვედრას თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი ,,მდგრადი ენერგეტიკა“ დაასრულებს.
ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა.