გურჯაანში მცხოვრები სპორტსმენების წარმატება მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატზე
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ ევროპის მკლავჭიდელთა ჩემპიონატზე წარმატებით იასპარაზეს გურჯაანელმა პარასპორტსმენებმა – გიორგი კასრელიშვილმა, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა, ზურა ქათამაძე და სოსო ქუმსიაშვილი კი ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ.
წარმატებას მიაღწია, 18 წლამდელთა მკლავჭიდის ნაკრების წევრმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაგზავნილმა, გიორგი მანთაშაშვილმა, რომელმაც მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.