რუსეთმა ხორბლის საექსპორტო გადასახადი კიდევ შეამცირა
28 ივნისიდან რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე გადასახადის განაკვეთი 5,3%-ით შემცირდება. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ზედიზედ 4 კვირაა ქერზე გადასახადი ნულის ტოლი იქნება. სიმინდისთვის კი თითქმის 14 დოლარიდან 11,08 დოლარამდე შემცირდება. განაკვეთები საორიენტაციო ფასებზე დაყრდნობით გამოითვლება: 244 დოლარი – ტონა ხორბალზე, 180 დოლარი – ქერზე, 204 დოლარი – სიმინდზე.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის ივნისიდან ხორბალზე საექსპორტო გადასახადის გამოთვლის საბაზისო ფასი ტონაზე 177-დან 200 დოლარამდე გაიზარდა. ქერისა და სიმინდისთვის კი – 164 დოლარიდან 187 დოლარამდე. ახალი ვალდებულებები 4 ივლისის ჩათვლით იმოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ წელს, იანვარ-მაისში საქართველომ ჯამში 57,693 ტონა (18,093 აშშ დოლარი) ხორბლის იმპორტი განახორციელა, საიდანაც 97,4% რუსეთზე მოდიოდა. საანგარიშო პერიოდში, რუსეთიდან საქართველომ 56,209 ტონა (17,577 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი იყიდა. 1,484 ტონა (515.5 ათასი აშშ დოლარი) ხორბალი კი უკრაინიდან შემოვიდა.