17 თვეში ინდ. მეწარმედ 20 691, ხოლო წილის მესაკუთრედ 2344 რუსეთის მოქალაქე დარეგისტრირდა
2022 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 5 ივნისამდე ინდივიდუალურ მეწარმედ 20 691 რუსეთის მოქალაქე დარეგისტრირდა.
როგორც სადეპუტატო კითხვის პასუხად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რომან გოცირიძისთვის მომზადებული პასუხიდან ირკვევა, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისთვის ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა 14506 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ხოლო, 2023 წლის 1 იანვრიდან 5 ივნისამდე პერიოდისთვის, ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა 6185 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ელექტრონული მონაცემებით, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისთვის: 1283 სუბიექტის წილის მესაკუთრედ ან/და დამფუძნებლად დარეგისტრირდა რუსეთის ფედერაციის 1687 მოქალაქე; ხელმძღვანელი/წარმომადგენლის ან/და მმართველი ორგანოს წევრის სახით, რუსეთის ფედერაციის 1289 მოქალაქის მონაწილეობა დარეგისტრირდა 1114 იურიდიულ პირში.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ელექტრონული მონაცემებით, 2023 წლის 1 იანვრიდან 5 ივნისამდე პერიოდისთვის: 470 სუბიექტის წილის მესაკუთრედ ან/და დამფუძნებლად დარეგისტრირდა რუსეთის ფედერაციის 657 მოქალაქე; წილის მესაკუთრის ან/და დამფუძნებლის სახით რუსეთის ფედერაციის 657 მოქალაქის მონაწილეობა დარეგისტრირდა 470 იურიდიულ პირში; ხელმძღვანელი/წარმომადგენლის ან/და მმართველი ორგანოს წევრის სახით, რუსეთის ფედერაციის 404 მოქალაქის მონაწილეობა დარეგისტრირდა 359 იურიდიულ პირში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.