გურჯაანელმა სპორტსმენებმა მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
გურჯაანის სპორტული გაერთიანების სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ, მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონები და ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ – ალექსი ზავრაშვილი (მარჯვენა) და შოთიკო რაქვიაშვილი (მარცხენა), ხოლო, ნოდარ შანყულაშვილმა (მარჯვენა), ნოდარ ქევხიშვილმა (მარჯვენა), და ალექსი ზავრაშვილმა (მარცხენა) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.