ახალი ამბები

კაჭრეთის ამბასადორში „საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი“ პირველად გაიმართება

22 ივლისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კაჭრეთის ამბასადორში „საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი“ პირველად გაიმართება.

ფორუმი მიზნად ისახავს ქართველი და ევროპელი ახალგაზრდების დაახლოვებასა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოპულარიზაციას, მათი გააქტიურებისა და განვითარების ხელშეწყობას.

ფორუმის მისიაა თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის, დაახლოვება სამომავლო პარტნიორობის თვალსაზრისით და მისი წახალისება კონკრეტული მოქმედებების დაგეგმვით.

წელს, ფორუმის მთავარი თემაა „სიტყვა, როგორც წარმატების ინდიკატორი“ და მასში ქართველ ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობას იღებენ ფრანგი, იტალიელი, ესპანელი, ლიეტუველი, პოლონელი, ესტონელი, სლოვაკელი და სხვა ევროპელი ახალგაზრდები. სწორედ მათი გამოცდილების გაზიარებასა და ახალგაზრდობის სფეროში განხორციელებული საინტერესო პრაქტიკების თუ მიდგომების გაცვლისთვის შესაფერისი ატმოსფერო იქნება შექმნილი კაჭრეთის ამბასადორში.

ფორუმი მოიცავს როგორც სიტყვით გამოსვლებს, ასევე ინტელექტუალურ კონკურსს, გამოფენას, კულტურულ-შემოქმედებით კომპონენტს და დაჯილდოებას.

საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი ინიცირებულია საქართველოს პარლამენტის წევრის დავით სონღულაშვილის და ორგანიზებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. ფორუმი, წელს პირველად გაიმართება და მას ტრადიციული სახე მიეცემა.