ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავის ქუჩები მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ისევ გადათხრილია

ქალაქ თელავში მდებარე ქუჩები, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ისევ გადათხრილია.

ადგილობრივები კი აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვენ. მათი თქმით, დაზიანებული გზის გამო გადაადგილების პრობლემა ექმნებათ. მათივე განმარტებით, სამუშაოები შეჩერებულია და ქუჩების მოწესრიგებაზე არავინ ზრუნავს.

knews.ge არკვევს თუ როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ ინფორმაციას.