ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, კახეთში შეხვედრები დაიწყო
ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი (ძდექ) ახორციელებს ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD – ის მეოთხე ფაზას „სწრაფი რეგიონული განვითარება იმერეთსა და კახეთში“, რომელიც ითვალისწინებს რეგიონებში სოფლის სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებას.
აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრები ტარდება ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ყვარელი, შილდა, ენისელი, ალმატი, საბუე, გრემი, ჭალა, ახალსოფელი, შოროხი და ასე შემდეგ). შეხვედრები მიმდინარეობს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ისე მცირე მეწარმეებთან და მოსახლეობასთან.
,,ვხვდებით რეგიონში სამიზნე ჯგუფებს, ვაცნობთ ევროკავშირის მიერ დაფნანსებული პროექტის შესახებ ინფორმაციას. იმ სიკეთეების შესახებ, რაც პროგრამამ შეიძლება მათ მოუტანოთ. მუნიციპალიტეტის განვითარების კუთხით ვუშაობთ, რომ გავაძლიეროთ ადგილობრივი მოსახლეობა.
იქნება ეს ტრენინგები თუ გადამზადების კურსები იმისთვის, რომ სამიზნე ჯგუფებმა შეიძინონ უნარჩვევები რაც მათ საკუთარი საქმისთვის გამოადგებათ.
ამ პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლოსკენ გამოცხადდება მცირე საგრანტო კონკურსები და ეს მოიცავს როგორც სოფლის მეუნეობის, ასევე ტურიზმის კუთხით მცირე საგრანტო პროგრამებს. ამ ინფორმაციას ვაცნობთ ადგილობრივ მოსახლეობას პირისპირი შეხვედრების გზით. ჩვენი მიზანია მეტი ადამიანი დარჩეს აქ და დასაქმდეს ადგილზე. კახეთის რეგიონში სამ სამიზნე მუნიციპალიტეტში ყვარელში, გურჯაანსა და ლაგოდეხში ვატარებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, რომელც მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება’’,- განუცხადა Knews.ge-ს პროგრამის დირექტორმა ნინო ჩიხლაძემ.