დაზიანებული გზები და დატბორილი სახლები- სტიქიამ სიღნაღში პრობლემები შექმნა
გადაუღებელი და ძლერი წვიმის შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრალურ და შიდა საუბნო გზებზე ჩამოტანილია ქვა-ღორღი, ასევე გადავსებულია სანიაღვრეები.
უწყებაში აცხადებენ, რომ წნორი სიღნაღის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ამ დროისთვის გადაადგილება შეფერხებულია. მოვარდნილმა წყალმა ილიაწმინდაში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დატბორა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები სტიქიის ზონაში იმყოფებიან.