,,გურჯაანის ნაყინმა” სეზონისთვის რამდენიმე სახეობის ახალი ნაყინი გამოუშვა
,,გურჯაანის ნაყინმა” სეზონისთვის რამდენიმე სახეობის ახალი ნაყინი გამოუშვა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ წლევანდელ სეზონს ნაყინის რამდენიმე ახალი სახეობით შეხვდნენ. კერძოდ კი ნაყინს „ხვეულა“, დაამატეს არომატები: ტამი და ნესვი, ასევე კომპანიამ 0,5 კგ-იანი შეფუთვით ოჯახური ნაყინი გამოუშვა მანგოს, ნესვისა და მარწყვის არომატით. სულ მალე კი დაგეგმილია „ხვეულას“ ნაყინის საზამთროს, ნესვისა და მანგოს გემოებითაც წარმოება.