საარჩევნო რეფორმა და გამოწვევები
გადაცემაში ,,ღია ეთერი” ვსაუბრობთ საარჩევნო რეფორმასა და მის გამოწვევებზე. არჩევნების მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივებსა და ცვლილებებზე. გადაცემის სტუმარია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე. მანამ სანამ გადაცემის მთავარ თემაზე ვისაუბრებთ, გადაცემაში გვერთვება სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი, რომელიც შეაჯამებს სტიქიის შესახებ ინფორმაციას, რომელიც გუშინ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა.