მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „თაობები საქართველოსთვის“ თელავში შეხვედრა გამართა
მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „თაობები საქართველოსთვის“, თელავში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგნლებთან შეხვედრა გამართა.
გაერთიანების თავმჯდომარემ, შოთა შალელაშვილმა, პოლიტიკური საბჭოსა და პარტიის წევრებმა, ახალი პოლიტიკური პარტიის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
მათი თქმით, „თაობები საქართველოსთვის“ არის განსხვავებული, არასტანდარტული თავისუფალი პარტია, რომლის თითოეული წევრისთვის მნიშვნელოვანია თაობების ერთობა და თაობათა გაერთიანება. პარტიის თავმჯდომარის, შოთა შალელაშვილის თქმით, „თაობები საქართველოსთვის“ არის სახალხო პარტია, რომელშიც ყველას აზრი საინტერესო, განსახილველი და მისაღებია.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პარტიაში აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოკავშირე ქართული საზოგადოებაა და სწორედ საზოგადოებასთან ერთად გეგმავენ სამოქმედო გეგმისა და პროგრამის შემუშავებას.