ახალი ამბები

სასტუმრო Park Hotel Tsinandali Tripadvisor-ის ნომინაციაში „მოგზაურთა არჩევანი“ გამარჯვებული გახდა

„სილქ ჰოსფითალითის“ ჯგუფში შემავალი სასტუმრო Park Hotel Tsinandali Tripadvisor-ის ნომინაციაში “მოგზაურთა არჩევანი” გამარჯვებული გახდა.

როგორც „სილქ ჰოსფითალითის“ ჯგუფში განმარტავენ, Tripadvisor-ის Travelers’ Choice-ის ჯილდო მსოფლიოს სასტუმროების მხოლოდ 10%-ს გადაეცემა.

Tripadvisor მოგზაურთა საყვარელ ადგილებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით წლის განმავლობაში მიღებული შეფასებებისა და რეიტინგების საფუძველზე ავლენს.

„დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს ასეთი უკუკავშირისთვის და განსაკუთრებული მადლობა „პარკ ჰოტელის“ თითოეულ თანამშრომელს მათი შრომისა და ერთგულებისთვის! ყოველი დადებითი შეფასების უკან სწორედ სასტუმროს გუნდი, მათი სტუმართმოყვარეობა და პროფესიონალიზმი დგას“, – აცხადებენ „სილქ ჰოსფითალითის“ ჯგუფში.