ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის. აღნიშნული ცვლილებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებზე წვდომის ზრდა უზრუნველყოფს.
ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-ს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძემ განუცხადა.
ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ეკონომიკურ ოპერატორებს ეზრდებათ არჩევანი მოიძიონ წყაროები, რომელთა მასალებსაც პროდუქციის წარმოების დროს გამოიყენებენ. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში მარტივდება საწარმოო პროცესის მიმართ მოთხოვნები. გამარტივების მიზანია, საბოლოო პროდუქტმა მიიღოს საქართველოში „წარმოშობილი“ პროდუქციის სტატუსი და ისარგებლოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით გათვალისიწინებული საბაჟო გადასახადების შეღავათებით.
„საქართველოსა და FTA-ს (free trade agreement) ქვეყნებს შორის სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით FTA-ს სავაჭრო ბრუნვა 34%-ით გაიზარდა და 237 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი გაიზარდა 23%-ით და 100 მილიონი დოლარი შეადგინა,” – განაცხადა არველაძემ.