თელავში, ,,შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურსი-ფესტივალი” საზეიმოდ დაიხურა
თელავში, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ,,შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურსი-ფესტივალი,, საზეიმოდ დაიხურა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალური პრიზი წელს თელავის l სამუსიკო სკოლის კლასიკურმა გუნდმა დაიმსახურა.
კონკურსის გამარჯვებული მონაწილეები კი კომპეტენტურმა ჟიურიმ პიანისტ თამარ ლიჩელის, ბათუმის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორის დავით მუქერიას, თელავის სამუსიკო სასწავლებლის ხელმძღვანელის ლელა ონიანის, ,,შალვა დავითაშვილის საზოგადოების,, თავმჯდომარის ვიქტორია სირაძე-დავითაშვილის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგგენლის ია ქარდავას შემადგენლობით გამოავლინა.
წელს ფესტივალს საქართველოდან 400-მდე მონაწილე ყავდა, 12 კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა თურქეთიდან, აშშ-დან და კანადიდან.
,,შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურსი-ფესტივალი,, 2016 წელს დაარსდა.