,,კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების“ ფარგლებში ტექნიკის გაცემა დაიწყო
,,კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ოჯახებისათვის ტექნიკისა და სარემონტო მასალების გადაცემის პროცესი დაიწყო.
სოფლებში წინანდალსა და ბუშეტში, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საოჯახო ტექნიკის გადაცემის პროცესში თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა მიიღო მონაწილეობა.
ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში დახმარებას მუნიციპალიტეტის მასშტაბით 17 ოჯახი მიიღებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 714 ლარი იხარჯება.
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან ან/და ფაქტობრივად ცხოვრობენ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფისათვის წელიწადში ერთჯერადად, მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება ოჯახის შეფასების შედეგად დადებული დასკვნის საფუძველზე საოჯახო ტექნიკას და სხვა საჭირო ნივთებს პერიოდულად გადასცემს.