აბრეშუმის რთველი თუშურად
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში აბრეშუმის რთველი მიმდინარეობს. მეაბრეშუმეებმა, რთველი რამდენიმე დღეა დაიწყეს, რომელიც ზაფხულის ბოლომდე გასტანს. წლის მოსავლის დაბინავება ძალზე შრომატევადი საქმეა. ახმეტაში, ზემო ალვანში, მეაბრეშუმე ქალები თუშური ჰანგების ფონზე აბინავებენ წლის მოსავალს.