თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე ენერგოეფექტური მოსაცდელები მოეწყობა
თელავის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის, ავტობუსების გაჩერებებზე მოდერნიზებული და ენერგოეფექტური მოსაცდელების მოწყობის ორგანიზების შესახებ თემატური მოკვლევის ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, სხდომაზე ის ლოკაციები განიხილეს, სადაც ქალაქ თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე მოდერნიზებული და ენერგოეფექტური მოსაცდელები მოეწყობა.
თემატური მოკვლევის ჯგუფმა ჯამში 17 გაჩერების ადგილი შეარჩია, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას წარედგინება. საკრებულომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის, ავტობუსების გაჩერებებზე მოდერნიზირებული და ენერგოეფექტური მოსაცდელების მოწყობის ორგანიზების შესახებ თემატური მოკვლევა 29 მაისს დაიწყო.