ახალი ამბები

ლაგოდეხში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან- ფოტოები

ლაგოდეხში სტიქიის შედეგად ათეულობით შენობა, ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
ასწლოვანი ხეებია მოგლეჯილ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. ერთ-ერთი ხე ვიზიტორთა ცენტრს დაეცა. დაზიანებულია შენობის სახურავი და კედლები.
ლაგოდეხში მოგლეჯილი ხე დაეცა საქართველოს მელიორაციის სამსახურის ავტომობილს, ასევე ხეებია წაქცეული 1-ლი ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ მუნიციპალური სამსახურები.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა სოფელში ძლიერმა ქარმა სულ მცირე 15-მდე საცხოვრებელ სახლს ნაწილობრივ გადახადა სახურავი. დაზიანებულია ელექტროენერგიის სადენებიც. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მოეწოდება. ლაგოდეხის მერიის ინფორმაციით, მუდმივმოქმედი კომისიის წევრები ადგილზე იმყოფებიან და შესაბამისი ზიანის აღწერა მიმდინარეობს.
,,გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა, ქალაქი ლაგოდეხი და რამოდენიმე სოფელი დააზარალა. სტიქიამ, მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო – სამეურნეო სავარგულები, ვენახები და სათბურები დაუზიანა; დაზიანებულია ელექროსადენები და საყრდენი ბოძები, მოგლეჯილია ხეები. სტიქიის პირველივე წუთებიდან, ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნინო ბატიაშვილი, მერიის შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის სპეცტექნიკა და სამაშველო სამსახური. გაწმენდითი სამუშაოები ოპერატიულად ხორციელდება. მერიის მუდმივმოქმედი კომისის წევრების მერ მიმდინარეობს ზარალის შესწავლა”,- აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.