ახალი ამბები

გურჯაანში დამზადებული ღვინო ამერიკაში ექსპორტზე გავიდა

„ნინო მერის მეღვინეობა“, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ექსპორტზე ამერიკაში გავიდა და მოლაპარაკებებს კორეასთანაც აწარმოებს, – ამის შესახებ ბრენდის დამფუძნებელმა, ნინო მერის მაძღარაშვილმა გადაცემა “ქალების ნარატივში” ისაუბრა.

ჩვენ სტაბილურად ვაგზავნით ღვინოს დანიასა და გერმანიაში, ასევე საფრანგეთში, ახლახან გავედით ამერიკაში ექსპორტზე, სადაც 600-1000 ბოთლ ღვინოს ვგზავნით, პარალელურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კორეასთან, სადაც ნიმუშებს უახლოეს მომავალში გავგზავნით. ამასთან, სამომავლო გეგმებშია ინგლისის ბაზარზე გასვლაც, რისთვისაც ძალიან ბევრ საერთაშორისო გამოფენაში მივიღებთ მონაწილეობას“, -აცხადებს ნინო.

ბრენდი 5 სახის ღვინოს აწარმოებს: ქისი, ხიხვი, რქაწითელი და ორიო სახის, მშრალი და ნახევრად მშრალი რქაწითელი, დამფუძნებლის თქმით, პროდუქციას საშუალო ფასები აქვს.

“ნინო მერის მეღვინეობა” 2018 წელს დაარსდა და მეხუთე წელია ქართული ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, კომპანიის მარანი გურჯაანში მდებარეობს, პროდუქციის შეძენა თბილისის მასშტაბით ორ ლოკაციაზე, სიონის N13-ში და კოსტავას N40-ში, “ნინო მერის ღვინის სელექციაშია” შესაძლებელი.