დღეიდან სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება
დღეიდან სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრა ვიტამინებისა და მინერალების ჩამონათვალი და მათი ქიმიური ფორმები, რომელთა გამოყენებაც დასაშვებია სურსათის (სასურსათო) დანამატების წარმოებაში.
“სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი” არეგულირებს ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის (სასურსათო) დანამატებში ვიტამინებისა და მინერალების რეკომენდებულ სადღეღამისო მოხმარების მაქსიმალურ რაოდენობას; უვნებელი მოხმარების ზედა ზღვარს, რომელიც დადგენილია სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე, რისკის მეცნიერული შეფასებით და, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფის მგრძნობელობის განსხვავებული ხარისხის გათვალისწინებით. რეგლამენტი განსაზღვრავს პროდუქტების ბაზარზე განთავსებისა და მისი ეტიკეტირების წესს.