ახალი ამბები

თელავში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 2 საათზე დაიწყება

თელავში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 2 საათზე დაიწყება.

13:00 – 15:00 – თელავის თეატრის დიდ სცენაზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს „სამი გოჭი“ .

14:00 – 20:00 – ადგილობრივი სახელოვნებო და საგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

14:00 – 20:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

14:00 – 20:00 – საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა.

14:00 – 20:00 – საბავშვო სივრცეები: შემეცნებითი და გასართობი აქტივობა, ანიმატორები, სპორტული კუთხე, ატრაქციონები.

17:00 – 19:00 – ღონისძიებას დასრულებს კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების, საბავშვო სტუდიებისა და სამუსიკო სკოლების მონაწილეობით.

ღონისძიებაში მონაწილეობენ :

თელავის მუნიციპალიტეტის ააიპ სახელოვნებო, საგანმანათლებლო და სპორტული ორგანიზაციები.
აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციები : „ონკოლაინი“, „ეკოვიჟენი“, კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი, თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი, „კახეთი“, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“, კომპანია „დანკინ დონატსი“, გასართობი ცენტრი „ბავშვთა ქალაქი“, თელავის „ქალთა ოთახი“ და გენდერული თანასწორობის საბჭო, თელავის ტექნოპარკი,
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.