არწივის ხეობა დედოფლისწყარო-ფოტორეპორტაჟი
არწივის ხეობა – ბუნების ძეგლი საქართველოში, მდებარეობს კახეთში, დედოფლისწყაროს ჩრდილოეთით 0.5 კმ, ზღვის დონიდან 762 მეტრზე, შედის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.
ხეობა გამოირჩევა ლამაზი ლანდშაპტით. აქ სამოცამდე სახეობის ფრინველის ნახვაა შესაძლებელი, მათ შორის არიან მობუდარი იშვიათი სახეობის ფრინველებიც — შავი ყარყატი და ორბი. არწივის ხეობა იდეალური ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისთვის.
კანიონი კლდოვან ფერდობებზე შესაძლებელია იშვიათი/გადაშენების პირას მყოფი მცენარეების ნახვა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსად გვხვდება.