ახალი ამბები

როგორი იქნება დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკი – ფოტოები

დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის მშენებლობა დაიწყო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოადგილესთან, გელა სამუკაშვილთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება პარკის სრული რეაბილიტაცია , გაშენდება ახალი რეკრეაციული ზონა, 12 000 კვ მეტრზე გაკეთდება საფეხმავლო და ველო ბილიკები, ასევე 1300 კვ მეტრის ფართობზე აშენდება საბავშვო მოედნები და მოეწყობა გასართობი ატრაქციონები, პარკში გაკეთდება ტბა მოცეკვავე ფანტანებით და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათ შორის, გაკეთდება ახალი საფეხმავლო ხიდი და პირსები (მისადგომები წყლის ტრანსპორტისთვის), სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება პარკში არსებულ მემორიალს.

დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის სრული ფართობი 16 675 კვ მეტრია. აღნიშნული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს პრემიერ -მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროექტის, ,,განახლებული რეგიონების”, ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და მისი ღირებულება 17 000 000 ლარს შეადგენს.