თელავში, რეპროდუქციული პრობლემების მქონე მოსახლეობისთვის, უფასო სამედიცინო კონსულტაცია ჩატარდება
3 ივნისს, თელავში, სამედიცინო ცენტრში ,,ციტო”, რეპროდუქციული პრობლემების მქონე მოსახლეობისთვის, უფასო სამედიცინო კონსულტაცია ჩატარდება.
მსურველები ადგილზე უფასოდ მიიღებენ რეპროდუქტოლოგის, გინეკოლოგის, უროლოგის,მამოლოგის, ენდოკრინოლოგის კონსულტაციას და ასევე ულტრასონოგრაფიულ დიაგნოსტიკას და სპერმოგრამას.
,,საქართველოში ყოველ მეექვსე ოჯახს უშვილობის პრობლემა აქვს, ქვეყნის დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების მიზნით ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC და უშვილო წყვილების დახმარების ფონდი ,,შენთვის”, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რეპროდუქციული პრობლემების მქონე რეგიონის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციებს სისტემატიურად ატარებს. პროექტის „ერთად სიცოცხლის დასაწყისისთვის“ ფარგლებში ქვეყანას უკვე მოევლინა 607 ახალი სიცოცხლე.
კახეთის რეგიონის მოსახლეობის თხოვნით ექიმები 3 ივნისს თელავში, სამედიცინო ცენტრ ,,ციტოს” ბაზაზე მიიღებენ რეპროდუქციული პრობლემების მქონე პაციენტებს, კონსულტაციებს ჩაატარებს კლინიკური დირექტორი ნინო მუსერიძე და მისი გუნდი, ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, რადიოლოგი, მამოლოგი, ენდოკრინოლოგი და უროლოგი, ჩატარდება ინსტრუმენტული კვლევებიც. კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ 544448343”,- აცხადებენ ორგანიზატორები.
მათივე თქმით, კლინიკა GGRC, რომლის სოციალური პასუხისმგებლობაცაა ქვეყნის დემოგრაფიისთვის ხელშეწყობა, ფონდის მეშვეობით ეხმარება უშვილო წყვილებს, თავად ფონდი 4 წლის წინ დააფუძნა ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, ემბრიოლოგმა ნინო მუსერიძემ და ეხმარება უშვილო წყვილებს, ვისაც უსახსრობის გამო არ შეუძლია მიმართოს რეპროდუქტოლოგს და ჩაიტაროს შვილოსნობისთვის საჭირო პროცედურები.
,,ამ მხრივ რეგიონებში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა და მათ არც სახელმწიფო, არც კერძო დაზღვევა არ უნაზღაურებს სამედიცინო ხარჯებს, ესაა ერთადერთი ფონდი, ვინც ეხმარება უშვილო წყვილებს და ეს ქართული დემოგრაფიისთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა და დიდ ქართულ საქმეში დადებული ერთი აგურია. დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებს ფონდი თანადაფინანსების პრინციპით შესთავაზებს რეპროდუქციული პროცედურების ჩატარებას. გთხოვთ, დაგვეხმაროთ აღნიშნული ღონისძიების თქვენი საინფორმაციო საშუალებით გაშუქებაში”,- აცხადებენ სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლები.