ახალი ამბები

EU-ს 27 ქვეყნის დემარში რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო – ელჩები ლევან დავითაშვილს ხვდებიან

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, ვიცე-პრემიერს/ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდება.

როგორც გავრცელებულ ანონსშია აღნიშნული, შეხვედრა დღეს, იუსტიციის სახლში გაიმართება. აქვე აღსანიშნავია, რომ დემარში ხორციელდება ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით.