როგორი იქნება და როდის ამუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი გურჯაანში
გურჯაანის მუნიციპალიტეტს მალე 10 ავტობუსი ეყოლება. ავტობუსებს მთავრობა, კონსოლიდირებული ტენდერით ყიდულობს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია. კომპანიას აქვს 9 თვიანი ვადა ქვეყანაში ისუზუ-ს მარკის 8 მეტრიანი ავტობუსების შემოსაყვანად.
,, ამ დროისთვის ავტოსადგურის მოწყობა დაწყებულია. რაც შეეხება მოსაცდელებს, მაკეტი უკვე არსებობს, თუმცა ჯერ მისი მოწყობა არ დაწყებულა. საკრებულო განიხილავს მარშრუტების დამუშავების საკითხს და მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება საიდან და რა მიმართულებით იმოძრავებენ ავტობუსები”,- განუცხადეს Knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.