ახალი ამბები

ხავიერ კოლომინა – ნატო საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია

საქართველოში გამართულ მოლაპარაკებებზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, ვილნიუსის სამიტი და რეფორმების კუთხით ძალისხმევის გაორმაგების საჭიროება განვიხილეთ, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, ნატო საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია.

„ძალიან კარგი მოლაპარაკებები მქონდა საქართველოში სალომე ზურაბიშვილთან, შალვა პაპუაშვილთან, ილია დარჩიაშვილთან, თავდაცვის სამინისტროსა და ოპოზიციასთან. განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, ვილნიუსის სამიტი, რეფორმების კუთხით ძალისხმევის გაორმაგების საჭიროება, დემოკრატიული სტანდარტები და უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელება. ნატო საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია“, – წერს კოლომინა „ტვიტერში“.