კახეთში უცხო ქვეყნის მოქალაქის გვამი იპოვეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი ქალი იპოვეს. ცხედარს სოფელ გომბორის მიმდებარედ, ივრის ჰესში მიაგნეს.
50 წლამდე ქალი, სავარაუდოდ, უზბეკეთის მოქალქეა. თვითმხილველების განმარტებით, ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით, 60 წლამდე კაცი დააკავეს, რომელთანაც ქალი წლების განმავლობაში ცხოვრობდა. ქალის მკვლელობის სავარაუფო მოტივად, ფინანსური ინტერესი სახელდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.