ახალი ამბები

თელაველმა ახალგაზრდამ კლასიკურ წოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონატზე, მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა

მსოფლიო ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმში, 23 წლამდელთა შორის შეჯიბრში თელაველმა თორნიკე პაატაშვილმა დაიკავა ll საპრიზო ადგილი.

ახალგაზრდამ აღნიშნულ შედეგს მიაღწია სამხრეთ აფრიკის ქალაქ სან სიტში მიმდინარე ჩემპიონატზე, 105 კგ წონით კატეგორიაში შედეგით 200 კგ.