საქართველო შესაძლოა სანქციების მე-11 პაკეტში მოხვდეს – პაატა ზაქარეიშვილი
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთზე საქართველოს მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულების ფონზე, საქართველოს დასანქცირების რისკზე მიუთითებს.
როგორც მან “ბიზნეს ფორმულასთან” აღნიშნა, გამორიცხული არაა საქართველო ევროკავშირის მიერ შემუშავებული სანქციების მე-11 პაკეტში მოხვდეს.
“სანქციები უკვე მიემართება მესამე სახელმწიფოების წინააღმდეგ, ანუ ისეთი სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებიც ლოიალურები არიან რუსეთთან. იქნებიან ესენი: აფრიკული სახელმწიფოები, ინდოეთი, ჩინეთი. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ სანქციები შეეხებათ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, მათ შორის, ყირგიზეთს, ყაზახეთს, სომხეთსა და საქართველოს. ყველაფერი სწორედ ამ მიმართულებით მიდის და აუცილებლად ციფრებში გამოიკვეთება რუსეთზე დამოკიდებულების მაჩვენებელი. აშკარად ჩანს, რომ იმ ქვეყნებში სადაც ერთიორად გაიზარდა იმპორტი რუსული ტვირთების, რის შემდეგად ხდება მათი ექსპორტი სხვადასხვა ქვეყნებში”,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა
2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 44.6%-ით, რუსეთიდან იმპორტი კი 54.2%-ით გაიზარდა