ახალი ამბები

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მკვლელობის ფაქტზე, პოლიციამ ერთი პირი დააკავა

მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, გარდაცვლილია 35 წლამდე ასაკის მამაკაცი.

შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში, სასოფლო- სამეურნეო სავარგულებზე მოხდა.მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფიდან გასროლით აქვს მიყენებული.

მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი, სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.