გურჯაანის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია 32 წლის კაცი, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ტერიტორიაზე მოხდა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
მიმდინარეობს გამოძიება.