ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში ისტორიული მანქანების გამოფენა იმართება-ფოტოები

თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის მხარდაჭერით, ისტორიული ავტომობილების გამოფენა იმართება.

ღონისძიება საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის ორგანიზებით, იმართება. ავტო კლასიკის ყველაზე დიდ გამოფენაში, მონაწილეობას ყველა მსურველი იღებს, ვისი ავტომობილიც 30 ან მეტი წლისაა. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებს მუსიკალური ბენდი Cover city.

,,წლევანდელ სეზონს ვიწყებთ ისევ ქალაქი თელავიდან, რომელიც გახდა სიმბოლო ჩვენი მეგობრობის და ურთიერთობის. დღეს იმართება ავტო კლასიკის გამოფენა. ღონისძიების გასართობ ნაწილში არის წარმოდგენილი საავტომობილო სიმულატორები Simulexracing გან. ასევე ჰობი შოპისგან მრავალფეროვანი საკოლექციო მოდელების მაღაზია, რომელიც თქვენთვის იფუნქციონირებს მთელი დღის განმავლობაში”,- განუცხადა knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ფიქრია ყუშიტაშვილმა.