ახალი ამბები

თელავის ფრენბურთელ ვაჟთა გუნდი კახეთის ჩემპიონია

კახეთის ჩემპიონატი სასკოლო ფრენბურთში (ვაჟები,გოგონები) ქალაქ ლაგოდეხში გაიმართა.

სპორტულ აქტივობაში თელავის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროსა და რუსთავის გუნდები მონაწილეობდნენ.

ა(ა)იპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება “თელავ”-ის ფრენბურთის ვაჟთა გუნდმა (მწვრთნელები – გიორგი ექიზაშვილი, ვანო დვალი) ფინალში დედოფლისწყაროს გუნდი დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა.

გამარჯვებულები თასით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.