ახალი ამბები

თელავში ეროვნული სამოსის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები მიმდინარეობს

ეროვნული სამოსის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები თელავში 12:00 საათიდან დაიწყო.

12:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან თელავის ისტორიული მუზეუმის ამფითეატრის მიმართულებით მოეწყო კოსტუმირებული მსვლელობა.

13:00 საათზე, თელავის ისტორიული მუზეუმის ამფითეატრში თელავის მუნიციპალიტეტის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი იმართება.

ეროვნული სამოსის დღე 2016 წელს დაფუძნდა. 2016 წლიდან, ყოველი წლის 18 მაისს, საქართველოს ყველა ქალაქში, მათ შორის თელავშიც იმართება კულტურული ღონისძიება – ,,საქართველოს ეროვნული სამოსის დღე”.