ახალი ამბები

ბადმინტონში საქართველოს ჩემპიონის ტიტული თელავის მე-4 სკოლის გოგონათა გუნდმა მოიპოვა

ბადმინტონში საქართველოს ჩემპიონის ტიტული თელავის მე-4 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა მოიპოვა.

ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, თბილისში, პარაოლიმპიურ დარბაზში გამართულ შეხვედრაში თელაველმა სპორტსმენებმა ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი დაამარცხეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. ასევე, მე-4 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდის წევრი, ანანო წიფლაშვილი საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მეორე ადგილი დაიკავა წინანდლის საჯარო სკოლის ხელბურთელ გოგონათა გუნდმა.
ფინალში გოგონები ზესტაფონის მე-3 საჯარო სკოლის გუნდს დაუპირისპირდნენ. რაც შეეხება ფრენბურთს, თელავის მე-9 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი ფინალურ შეხვედრაში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლასთან დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა”,-წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.