თუშეთის მთებში სტიქიამ მეცხვარეები დააზარალა-გზაზე ზვავი ჩამოწვა
თუშეთის მთებში მოსულმა სტიქიამ მეცხვარეები დააზარალა. საგაზაფხულო საძოვრებისკენ მიმავალ გზაზე, ზვავი ჩამოწვა და ცხვრის ფარები მოიყოლა.
მთავარუ არხის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მეცხვარეებს საქონელი შირაქის ველიდან, მთისკენ გადაჰყავდათ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, თავად მეცხვარეები არ დაშავებულან.
დახოცილ საქონელს მწყემსები გზადაგზა პოულობენ, თუმცა უამინდობის გამო, ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენა ვერ ხერხდება.