თელავში მეორე მსოფლიო ომის ორი ვეტერანი დარჩა
თელავში ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი აღნიშნეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, შალვა კუპატაძეს და ეკატერინე თათილაშვილს პირადად მიულოცეს დღევანდელი დღე.
,,თელავის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის ორი ვეტერანი გვყავს, 104 წლის შალვა კუპატაძე და 99 წლის ეკატერინე თათილაშვილი, ვულოცავ მათ დღევანდელ დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას. ვეტერანებს მერიის სახელით ფულად დახმარებას გადავცემთ” – აღნიშნა ლევან ანდრიაშვილმა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. თელავის მუნციპალიტეტის მერია მეორე მსოფლიო ომის ორ ვეტერანს შალვა კუპატაძეს და ეკატერინე თათილაშვილს ერთჯერად ფულად დახმარებას გადასცემს.