თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩის ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს -ფოტოები
თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩის ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის საფარს. 280 მ. სიგრძის მონაკვეთზე დაიგება ქვაფენილი, ასევე მოეწყობა ტროტუარი. ბიუჯეტის მოცულობა 687 497 ლარია, ხოლო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია: ,,ბიელი,,.