საფეხბურთო კლუბ ,,თელავს” გიორგი მიქაძე გაწვრთნის
საფეხბურთო კლუბ ,,თელავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გუნდს 43 წლის გიორგი მიქაძე გაწვრთნის.
გიორგი მიქაძე 1980 წლის 21 მარტს დაიბადა თბილისში და საფეხბურთო კლუბ ,,თელავს” ორი წლის წინაც წვრთნიდა. გიორგი მიქაძეს თანაშემწეებად კვლავ სერგი ორბელაძე, ლევან ყუფარაძე და გიორგი მაკასარაშვილი ეყოლება, მის სამწვრთნელო შტაბში მეკარეებს ისევ თამაზ ოდიკაძე გაწვრთნის, ხოლო ანალიტიკოსად ანდრო გიორგობიანი იმუშავებს.
შეგახსენებთ, საფეხბურთო კლუბი ,,თელავი” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რამდენიმე თვის წინ დანიშნულ მთავარ მწვრთნელს, ვარდან მინასიანს დაემშვიდობა. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავარ მწვრთნელთან ერთად, სკ ,,თელავი” მისმა თანაშემწეებმაც, არტაკ ოსეიანმა (პირველი ასისტენტი) და არტურ მკრტჩიანმაც (ფიზმომზადების მწვრთნელი) დატოვეს.