ახალი ამბები

ვარდან მინასიანმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბი ,,თელავი” დატოვა

საფეხბურთო კლუბი ,,თელავი” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მთავარ მწვრთნელს, ვარდან მინასიანს დაემშვიდობა.

ინფორმაციას კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სოციალურ ქსელში აქვეყნებს. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავარ მწვრთნელთან ერთად, სკ ,,თელავი” მისმა თანაშემწეებმაც, არტაკ ოსეიანმა (პირველი ასისტენტი) და არტურ მკრტჩიანმაც (ფიზმომზადების მწვრთნელი) დატოვეს.

,,რაც შეეხება ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას, მასთან მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულებულია და როგორც კი დაინიშნება, საზოგადოებას შევატყობინებთ”,– ნათქვამია განცხადებაში.

49 წლის ვარდან მინასიანი კლუბის თავარ მწვრთნელად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. ის წარსულში ,,პიუნიკის” და სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი იყო და შემდეგ უკვე მწვრთნელი გახდა.