გაიცანით ანი გულდამაშვილი ბოდბისხევიდან, საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში მცხოვრები ანი გულდამაშვილი წარმატებული სპორტსმენია.
მას ძიუდოში სხვადასხვა სახის ჯილდოები აქვს მიღებული.
სპორტსმენმა დაამთავრა ბოდბისხევის საჯარო სკოლა. ქალთა ძიუდოს სექციაში ვარჯიში კი 2019 წელს დაიწყო. 2021 წელს ქალაქ გორში საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში დაიკავა II ადგილი. 2022 წელში – საერთაშორისო ტურნირი თურქეთის სახელმწიფოში-ჩემპიონატი ძიუდოში II ადგილი. 2022 წელი -საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში II ადგილი; 2023 წელს კი საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა და გახდა საქართველოს ჩემპიონი.
ანი გულდამაშვილი არის საქართველოს ახალგაზრდული ეროვნული ნაკრების წევრი (პირველი ნომერი). მისი მიზანია 2023 წლის ევროპის და მსოპფლიო ჩემპიონატზე მოიპოვოს ოლიმპიური ლიცენზია.