ახალი ამბები

საქსტატი- ამბულატორიული სერვისები 11%-ით, საავადმყოფოების მომსახურება – 7.6%-ით გაძვირდა

მიმდინარე წლის მარტთან შედარებით, აპრილში ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 0.9% გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (1.1%) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (1.0%). ზოგადად კი, 2023 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7% შეადგინა.

რაც შეეხება შედარებას წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.9%. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-18.7%). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.3%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (7.6%). ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-8.1%).

წინა პერიოდში სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე ფასების კლება ფიქსირდებოდა. მაგალითად, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ფასების კლებამ 8.1% შეადგინა, რაც, ექსპერტების ვარაუდით, რეფერენტული ფასების დაწესებასა და თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად თურქეთიდან დაბალფასიანი მედიკამენტების იმპორტის დაწყებას უკავშირდება. აპრილში კი უკვე ამ ჯგუფში ფასების ზრდა მივიღეთ.