სოფელ გურჯაანის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა მიქაელი გარდაიცვალა
სოფელ გურჯაანის ხევისუბნის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მიქაელ ხიხაძე გარდაიცვალა.
მიქაელ ხიხაძემ გარდა რამდენიმე ათეული წელი სასულიერო მოღვაწეობისა, ასევე რამდენიმე წლის წინ ტაძარში საკუთარი ხელით მოხატა ფრესკები.
მამა მიქაელის მოღვაწეობას ეხებოდა გაზეთ ,,კახეთის ხმის” 2009 წელს გამოცემული სტატია, სადაც სასულიერო პირი ვრცლად საუბრობს სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საუბრობდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში, მამა მიქაელმა 1994 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა.
ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ ეს ტაძარი აგებულა XVIII სკ-ის გასულს, სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით ვინ იყო ამ ტაძრის აშენების ინიციატორი და არქიტექტორი. ტაძარს თავიდანვე წინაამძღვრობდა პოლივექტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილი (1855-1938), რომელიც ყოფილა ქართველი მუსიკოსი, მგალობელი, მწერალი, ისტორიკოსი, ავტორი მრავალი წიგნისა. 1989 წელს მამა გიორგი გეთიაშვილიმა ტაძარში აღავლინა პირველი წირვა, რითაც საფუძველი ჩაეყარა გურჯაანელი ხალხისთვის უსაყვარლესი პატარა და ლამაზი ტაძრის ფუნქციონირებას. 1994 წლიდან კი მამა გიორგის საქმე მიქაელ ხიხაძემ გააგრძელა, რასაც დღემდე დაუღალავად აგრძელებდა.
,,მამა გიორგი ყველაფერს აკეთებდა, რომ აღედგინა მტრისაგან იავარქმნილი ეკლესია, მე ამ დროს მასთან ვიყავი მიბარებული, მასწავლიდა მედავითნეობას და ეკლესიური ცხოვრების წესებს, შემდეგ მამა გიორგი გადავიდა ბათუმში და 1994 წლიდან ვუძღვები მასწავლებლის დაწყებულ საქმეს. იდეა ტაძრის მოხატვის რომ მოვიდა, ვესაუბრე და კურთხევა ვთხოვე მეუფე ანდრიას და მეუფე ექვთიმეს, მივიღეთ ლოცვა კურთხევა და ამის შემდეგ, შევქმენი ხატების ესკიზები, რომლებიც საპატრიარქოში გავაგზავნე და მოწონების შემდეგ, შევუდექი ტაძრის მოხატვას. ბოლო წლებია სიმრავლე იგრძნობა მრევლის, რაც ძალზედ სასიხარულოა”,- აცხადებდა მამა მიქაელი ,,კახეთის ხმასთან” საუბრისას.