თელავის ტექნოპარკის სივრცეში ექსპორტის მენეჯერთა გადამზადების კურსი დაიწყო
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, USAID- ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით და კავკასიის უნივერსისტეტთან პარტნიორობით ქ. თელავში უკვე მეორედ განხორციელდება ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი.
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 25 მონაწილე აიმაღლებს ცოდნას და კვალიფიკაციას ექსპორტის საკითხებზე.
კურსი ჩატარდება ტექნოპარკის ბაზაზე, საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელშეწყობით. აღნიშვნის ღირსია, რომ 2015 წლიდან დღემდე 430 -ზე მეტი ექსპორტის მენეჯერი გადამზადდა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში და გამოკითხულთა 90 % აცხადებს, რომ ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებენ მიღებულ ცოდნას და გამოცდიელბას. კურსი 15 მოდულისგან შედგება, როემლიც აერთიანებს ყველა საკვანძო საგანს საქონილის წარმოშობის, ინკოტერმსის, თავისუფალი ვაჭრობის და ხარისხის ინფრასტრუქტურის ჩათვლით.